ჩავუშოღლუს განცხადება ავღანეთთან დაკავშირებით

ჩავუშოღლუს განცხადება ავღანეთთან დაკავშირებით

1705934
ჩავუშოღლუს განცხადება ავღანეთთან დაკავშირებით

„ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება მართლაც ინკლუზიური სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ყველა სეგმენტს“, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ ავღანეთში მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.

მევლუთ ჩავუშოღლუ, გაეროს  მიერ ორგანიზებულ, „ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა“ სახელწოდების მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, სიტყვით გამოვიდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა კრიტიკულ პერიოდში გაიმართა რადგან, ავღანეთში გარდამავალი პერიოდია.

„ახლა ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ჰუმანიტარული სფერო. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ საგანგაშო რიცხვები. ავღანელი ხალხის მესამედი შიმშილის წინაშე დგას, მათ თითქმის ნახევარს სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება,“ ხაზგასმით განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, თურქეთი ავღანეთში საქველმოქმედო ღონისძიებებს წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მეშვეობით ახორციელებს რა, სიტუაციის დარეგულირების შემდეგაც მსგავსი ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებას აპირებენ.

ჩავუშოღლუმ ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ქაბულის ჰამით კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაცია ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დაამატა: „ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ ჩვენი გამოცდილება კატართან ერთად, როგორც ამას ვაკეთებთ 6 წლის განმავლობაში.“



მსგავსი ინფორმაციები