ერაყის ჩრდილოეთში 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთში 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

1691911
ერაყის ჩრდილოეთში 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ელვა“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონში PKK-ს ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების შედეგად დაჭრილი 6 ჯარისკაციდან ოთხი, მთელი ძალისხმევის მიუხედავად დაიღუპა.“

დაჭრილი ჯარისკაცების მკურნალობა კი გრძელდება.

სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახებს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.



მსგავსი ინფორმაციები