შენთოფი: „ავღანელი მიგრანტების პრობლემით ყველაზე მეტად თურქეთი და ირანი ზარალდება“

შენთოფი: „ავღანელი მიგრანტების პრობლემით ყველაზე მეტად თურქეთი და ირანი ზარალდება“

1686590
შენთოფი: „ავღანელი მიგრანტების პრობლემით ყველაზე მეტად თურქეთი და ირანი ზარალდება“

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან მომდინარე მიგრაციის პრობლემით ყველაზე მეტად თურქეთი და ირანი ზარალდება. მუსტაფა შენთოფმა, ირანი ახალი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციაზე მონაწილეობის მისაღებათ ჩასულ თეირანში თავის კოლეგა, მუჰამედ ბაქირ კალიბაფსაც შეხვდა. შეხვედრაზე შენთოფმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთერთობებს, როგორც რეგიონალური ასევე გლობალური მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, შეხვედრაზე, ავღანეთში მიმიდნარე მოვლენებიც იქნა განხილული რა, აღინიშნა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბოლურობის დამყარება აუცილებელია, რომელიც არალეგალურ მიგრაციასაც შეაჩერებს, რომლითაც ყველაზე მეტად თურქეთი და ირანი ზარალდება. შენთოფმა ისიც დასძინა, რომ ამისათვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. თურქეთის პარლამენტის თავჯდომარემ თავის ირანელ კოლეგასთან შეხვედრაზე იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია  PKK-ც სერიოზულ რეგიონალურ პრობლემას ქმნის.

მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა კი რეგიონში მიმდინარე მოვლენებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კალიბაფმა, შენთოფს ასევე თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარიც გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები