თურქეთის  მიმართ მხარდაჭერები გრძელდება

თურქეთის  მიმართ მხარდაჭერები გრძელდება

1684228
თურქეთის  მიმართ მხარდაჭერები გრძელდება

თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო საზღვარგარეთიდან სამძიმრის და თანადგომის მესიჯების მოსვლა გრძელდება. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულების და ზარალის გამო ყირგიზეთის მთავრობის და ხალხის სახელით სამძიმრის და თანადგომის წერილი გამოუგზავნა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მონიშნა და სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარის წერილი  გაავრცელა.

მეორეს მხრივ, თურქეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ქრობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირიმა 3 ვერტმფრენი უკვე გამოაგზავნა.

თურქეთში მაშტაბური ტყის ხანძრების ქრობის პროცეში მონაწილეობის მისაღებად ასევე კატარის შიდა უსაფრთხოების ძალების საერთაშორისო საძიებო და სამაშველო ჯგუფი გამოემგზავრა და ასევე აზერბაიჯანიდან 41 სახანძრო მანქანა და 220 პერსონალი ჩამოვიდა, თურქეთის დასახმარებლად.



მსგავსი ინფორმაციები