მუსტაფა შენთოფი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა

1673679
მუსტაფა შენთოფი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა.

შენთოფი ბეიანის სასახლეში ქუვეითის ემირის მოვალეობის შემსრულებელს და ტახტის მემკვიდრე პრინცს შეიხ მეშ-ალ ალ ჯებირ ალ საბაჰს, შემდეგ კი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეიხ საბაჰ ალ ჰალიდ ალ ჰამად ალ საბაჰს შეხვდება.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია ქუვეითის ეროვნულ მეჯლისში შეხვედრას გამართავენ ქუვეითის ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მარზუკ ალ განიმთან.

მუსტაფა შენთოფი ასევე შეხვდება ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს და კაბინეტის საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო მინისტრს შეიხ დოქტორ აჰმედ ნასირ ალ მუჰამედ ალ საბაჰს, რს შემდეგაც ხვალ სამშობლოში დაბრუნდება.



მსგავსი ინფორმაციები