სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა
სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა
1671580
სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეად ქალაქ მარდინის, ქიზილთეფეს რაიონში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 დაიჭრა. მარდინის გუბერნიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიიდან ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო მანქანას, რომელიც პატრულირებდა შენიურთის სასაზღვრო ხაზზე. შედეგად ერთი ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 3 კი დაიჭრა, რომლებიც მაშინვე გადაიყვანეს ქიზილთეფეს საავადმყოფოში. ამავე ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.