ანკარამ მკაცრად დაგმო თურქეთის დროშის დამცირების ფაქტი
ანკარამ მკაცრად დაგმო თურქეთის დროშის დამცირების ფაქტი
ანკარამ მკაცრად დაგმო თურქეთის დროშის დამცირების აღმაშფოთებელი ქმედება ლიბიის ქალაქ ტობრუკში, წარმომადგენელთა პალატის დროებითი შენობის წინ.
საკითხთან დაკავშრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ლიბიის ქალაქ ტობრუკში მიმდინარე წლის, 5 ივლისს წარმომადგენელთა პალატის დროებითი შენობის წინ საბიუჯეტო მოლაპარაკებებზე ჩვენი ქვეყნის დროშიც დამცირების მიზნით ჩადენილ ქმედებებს მკაცრად ვგმობთ. ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ, ტრიპოლში ჩვენი ქვეყნის საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი და სიტყვიერი ინიციატივები გადასცა. ეს ფაქტი თურქეთ-ლიბიის ძმური ურთიერთობების დაზიანების მიზნით არის გადადგმული.“
ცნობისათვის, ლიბიის პრემიერ-მინისტრის აბდულჰამიდ ედ-დიბიბეს ქალაქ ტობრუკში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ უკან დაბრუნების დროს, ხუნტა ხალიფა ხაფთარის მომხრეებმა გზაზე თურქეთის დროშები დააგეს.