ფაჰრეთთინ ალთუნი აშშ-ს მხრიდან გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აკრიტიკებს

ფაჰრეთთინ ალთუნი აშშ-ს მხრიდან გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აკრიტიკებს

1613448
ფაჰრეთთინ ალთუნი აშშ-ს მხრიდან გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მომზადებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს რეალობასთან კავშირში არ აქვს.

ალთუნმა სოციალური ქსელის მეშვეობით, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი ადამიანის უფლებების საკითხს საშინაო პოლიტიკის საკითხად კი არა, არამედ უნივერსალურად მიიჩნევს. ალთუნი თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეგიონსა და მსოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ღიად საუბრობს.

ფაჰრეთთინ ალთუნი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მომზადებულ ანგარიშში, თურქეთის შესახებ ნაწილს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თურქეთი ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს, FETÖ-ს და  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლებს ყოველგვარი ადამიანის უფლებების დაცვით ახორციელებს.

ცნობისათვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ყოველწლიურად გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელშიც 2016 წლის 15 ივლისის მზაკვრული გადატრიალების მცდელობის მთავარი ბრალდებულის, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს „გიულენის მოძრაობად“ მოხსენიებას, თურქეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.



მსგავსი ინფორმაციები