თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 71 ადამიანი გარდაიცვალა

17 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1602632
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 71 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 29 623-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 158 386 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 874  შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 16 749 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 71 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 911 642-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 734 862 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 17 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები