თურქეთში შემოსვლის მცდელობის დროს 2 ტერორისტი დააკავეს

თურქეთში შემოსვლის მცდელობის დროს 2 ტერორისტი დააკავეს

1599969
თურქეთში შემოსვლის მცდელობის დროს 2 ტერორისტი დააკავეს

მარდინის სასაზღვრო ხაზიდან თურქეთში გადასვლის მცდელობის დროს ტერორისტული ორგანიზაცია დეაშ-ის წევრი 2 ტერორისტი შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს.

სირიიდან თურქეთში გადასვლის მცდელობის დროს დაკავებული სამი პირის, რომელთაგანც 2 დეაშ-ის წევრია, მარდინის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობაში მიმდინარე პროცედურები დასრულდა.

დაკავებული ტერორისტებიდან ერთმა 2017 წელში სირიის ჰამას ბანაკში 1 თვიანი შეიარაღებული და იდეოლოგიური წვრთნები გაიარა, შემდეგ რაკკასა და დეირიზორის რეგიონში ტერორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღო, მეორე ტერორისტი კი 2016 წელს შეუერთდა ტერორგანიზაციას, დეირიზორის რეგიონში 6 თვიანი სამედიცინო და იდეოლოგიური წვრთნები გაიარა, შემდეგ იმავე რეგიონში მდებარე საავადმყოფოებში ტერორგანიზაციისთვის 2 წლის მანძილე სამედიცინო პერსონალად მუშაობდა.

2 ტერორისტი „შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის“ ბრალდებით დააკავეს. მესამე პირი კი, რომელიც ქვეყანაში გადმოსვლას ცდილობდა, დეპორტაციისთვის მიგრაციის სამმართველოს ჯგუფებს გადასცეს.

ამავდროულად, სირიიდან არალეგალური გზებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დაკავებული 13 პირიც დეპორტაციისთვის პროვინციის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #ტერორისტი , #საზღვარი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები