თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 68 ადამიანი გარდაიცვალა
7873 ადამიანი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 28 839-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 137 885 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 685 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 11 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 68 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 746 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 601 137 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 7873 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო