თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა
5690 ადამიანი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 28 138-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 118 816 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 623 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 8104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 78 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 646 526-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 529 450 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 5690 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა