პრეზიდენტმა რეგიონალურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტმა ერდოღანმა რეგიონალურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

1581115
პრეზიდენტმა რეგიონალურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მისი პარტიის ცენტრალური ოფისიდან ბალიქესირის, ოსმანიეს, თოქათის, თუნჯელის რიგით მეშვიდე კონგრესში პირდაპირი კავშირით ჩაერთო.  

”ჩვენ ერთად ავაშენებთ თურქეთის ნათელ მომავალს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი დემოკრატია, ეკონომიკა, ჩვენი თავისუფლება დავიცვათ და თურქეთი მსოფლიოს უდიდეს 10 ქვეყანას შორის შევიყვანოთ.”-განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე გუშინ გამოცხადებულ ეროვნულ კოსმოსურ პროგრამასთან დაკავშირებით აღნიშნა: ”ჩვენ გუშინ ეროვნული კოსმოსური პროგრამა გამოვაცხადეთ და თვალი კოსმოსისკენ დავიჭირეთ.“

მან ასევე დასძინა: ”ხალხში ვერავინ მოიპოვებს რეპუტაციას, ვინც ჩვენი ადამიანების სიმშიდეს, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.“


საკვანძო სიტყვები: #კონგრესი , #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები