თავდაცვის მინისტრი ერაყში ვიზიტით იმყოფება

ერაყის პრეზიდენტმა, ოფიციალური ვიზიტით მის ქვეყანაში მყოფი ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო

1566461
თავდაცვის მინისტრი ერაყში ვიზიტით იმყოფება

ერაყის პრეზიდენტმა ბერჰემ სალიჰმა, ოფიციალური ვიზიტით მის ქვეყანაში მყოფი ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი და გენერალური შტაბის უფროსი, იაშარ გიულერი, პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

ერაყის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ყველა სფეროში თანამშრომლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ”ერაყი არ უნდა იყოს ადგილი ვინმეს თავდასხმისთვის”.

განცხადების თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აქარმა აღნიშნა, რომ ისინი პატივს სცემენ ერაყის სუვერენიტეტს და სტაბილურობას და ხაზი გაუსვა ერთობლივი სოლიდარობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას.

მინისტრმა აქარმა და არმიის გენერალმა გიულერმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლეს, სადაც მათ ცერემონიალით დახვდა ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი, ოსმან ალი ფერჰუდ ელ განიმი.

მინისტრი აქარი, გენერალ გიულერთან ერთად ბაღდადში თურქეთის საელჩოს მონახულების შემდეგ, ერბილში გაემგზავრა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კაზიმიმ მთავრობის სასახლეში მიიღო ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი, რომლებიც ბაღდადში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.

ერაყის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული საერთო საკითხები და სამხედრო სოლიდარობის გაძლიერება.

კაზიმიმ უარყო ერაყიდან თურქეთზე ტერორისტული თავდასხემბი და დასძინა, რომ ერაყის ამგვარი საფრთხეების აღმოფხვრა უსაფრთხოების ძალების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობით იქნება შესაძლებელი.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არმიის გაძლიერებისათვის საჭიროა თურქეთის მხარდაჭერა.

განცხადების თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აქარმა, წარმატებები უსურვა ერაყის მთავრობას და განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები მზად არის დახმარება გაუწიოს ერაყის არმიას ტერორიზმთან ბრძოლის, ტრენინგებისა და კონსულტაციების საკითხებში



მსგავსი ინფორმაციები