ჩავუშოღლუ: "აშშ-ს სანქციის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია"

ჩავუშოღლუ: "აშშ-ს სანქციის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია"

1547144
ჩავუშოღლუ: "აშშ-ს სანქციის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია"

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციის გადაწყვეტილება სამართლებრივად და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია.

ჩავუშოღლუმ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში და გააკეთა განცხადებები იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა თურქეთს დაუწესა.

”აშშ-ს სანქციების გადაწყვეტილება როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია. ერთი ქვეყნის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება. თურქეთის ან სხვა ქვეყნის სუვერენულ უფლებებზე თავდასხმა... როდესაც სანქციის შინაარსს ვუყურებთ, ეს არ არის სანქცია, რომელიც რადიკალურად შეგვძრავს და ნეგატიურად იმოქმედებს ჩვენზე. თუ უკან დახევა იქნებოდა, ეს აქამდე მოხდებოდა. ჩვენი მეგობრები დეტალურად განიხილავენ სანქციების შედეგებს და, რა თქმა უნდა, შესაბამისად გადავდგამთ ჩვენც ნაბიჯებს.“-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭიროა თურქეთის მოლოდინი დაკმაყოფილდეს.



მსგავსი ინფორმაციები