ერდოღანი: „აშშ-ს სანქციები ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებებზე აშკარა შეტევაა“

ერდოღანი: „აშშ-ს სანქციები, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებებზე აშკარა შეტევაა“

1546629
ერდოღანი: „აშშ-ს სანქციები ჩვენი ქვეყნის სუვერენულ უფლებებზე აშკარა შეტევაა“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები მათი ქვვეყნის სუვერენულ უფლებებზე აშკარა შეტევას ნიშნავს. პრეზიდენტმა ამის შესახებ ნიღდე-ანკარის მაგისტრალის მეორე ეტაპის გახსნის ცერემონიალზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით მონაწილეობის დროს განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო-თავდაცვის სისტემის S-400-ებისათვის დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი, ჩვენი მხრიდან თავდაცვის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებების დაბლოკვაა. ამერიკის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ სანქციების გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის  შესახებ ორგანიზაციას (CAATSA), თურქეთის გარდა სხვა არცერთი ქვეყნისათვის მსგავსი სანქციები არ დაუწესებია. მსგვასი შემთხვევა პირველად ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ იქნა დაწესებული. აღნიშნული სარაკეტო-თავდაცვის სისტემის მიმართ ჩვენი შეშფოთებები, აშშ-ს არცერთი არ დაუკმაყოფილებია. ამიტომ, ჩვენც იძულებული ვიყავით ეს საკითხი სხვა ქვეყანასთან მოგვეგვარებინა. ეს გადაწყვეტილება კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხია. ამერიკის მხრიდან მიღებული ამ გადაწყვეტილებით ჩვენ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი და ეს ასეც მოხდება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #აშშ , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები