პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

1545655
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკა მზად არის ყველანაირი რთული გამოცდის, განვითარებადი შესაძლებლობებისა და სხვადასხვა სცენარისთვის და დაამატა: ”მე ვთხოვ ჩემს მოქალაქეებს, იყვნენ მშვიდად, მათ ჯინაზე ვინც მუდმივად პესიმიზმზე საუბრობს ჩვენ და ჩვენს ეკონომიკურ მენეჯმენტს ენდონ.”

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი გლობალურ ეკონომიკაში განიცდის პერიოდს, რომელიც შესაძლოა ეკონომიკის ისტორიაშიც კი შევიდეს.

”თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პოსტეპიდემიურ (ახალი ტიპის კორონავირუსი კოვიდ-19) პერიოდში ძლიერ, გამძლე და კონკურენციულ გლობალურ მოთამაშედ შევიდეს.”-აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ისინი პრიორიტეტს მიანიჭებენ პოლიტიკას, რომელიც გაზრდის დასაქმების დონეს ყველა სეგმენტში ახალგაზრდებისა და ქალების თაოსნობით.

პრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე შეეხო ეროვნულ კოსმოსურ პროგრამას და დასძინა: ”ძალიან ახლოსაა ის დღეები, როდესაც კოსმოსში გაცილებით ძლიერად ავაფრიალებთ ჩვენი ქვეყნის დროშას.”



მსგავსი ინფორმაციები