თურქეთმა აშშ-ს ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვტილება დაგმო

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვტილება დაგმო

1545439
თურქეთმა აშშ-ს ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვტილება დაგმო

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ცალმხრივი სანქციების შემცველი გადაწყვტილება დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „აშშ-ს მიერ ცალმხრივი სანქციების გამოყენება არის ყველა სახის გასაგებობას მოკლებული ქმედება... აშშ-ს გადაწყვეტილებას ვგმობთ და უარვყოფთ.“

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, განიხილოს ეს უსამართლო სანქციის გადაწყვეტილება და უარი თქვას მძიმე შეცდომაზე“ წინააღმდეგ შემთხვევაში „გადადგმული იქნება საჭირო ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მას უპასუხებენ შესაბამის დროს.“ - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო, თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესება გადაწყვიტა.



მსგავსი ინფორმაციები