თურქეთის მოწოდება საბერძნეთს

აქსოი აცხადებს, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის საკითხების მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან, თანამშრომლობისა და დიალოგის გზით არის შესაძლებელი

1540639
თურქეთის მოწოდება საბერძნეთს

თურქეთის წარმომადგენლების განცხადებით, თურქეთსა და საბერძნეთს შორის საკითხების მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან, თანამშრომლობისა და დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აქსოიმ, ბერძნულ პრესაში, ‘თურქეთის მიერ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო მოქმედებების გაზრდის’ შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და დაამატა: ”პირიქით, საბერძნეთმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბრიდან მოყოლებული /.../ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში 24 სამხედრო მოქმედებას ჩაატარებს და რეგიონში პროვოკაციულ და დაძაბულობის გაზრდის სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს.“

აქსოიმ აღნიშნა, რომ საბერძნეთი 9 ოქტომბრის შემდეგ არ ესწრება შეხვედრებს, რომლებიც დაგეგმილი იყო ნატოს სამხედრო ორგანოების მიერ და დასძინა: ”საბერძნეთს, თურქეთთან ორმხრივი საკითხების სხვების დახმარების იმედით კი არა მხოლოდ თურქეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომით, თანამშრომლობითა და დიალოგის გზით შეუძლია.“


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები