თურქეთის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადება

თურქეთის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადება

1534084
თურქეთის საგარეო საქმთა სამინისტროს განცხადება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპერაცია „ირინის“-ს ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში თურქულ გემზე ჩხრეკის ჩატარებამდე მათ ნებართვა სთხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter– ზე ინგლისურ ენაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ოპერაცია ”ირინი ”-ს ფარგლებში (თურქული სავაჭრო გემი) Roseline-A-ზე დროშის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე უკანონოდ და ძალდატანებით ავიდნენ, თურქეთის სათანადო ორგანოების სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული.“

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაკეთდა წერილობითი განცხადება აღნიშნული მოქმედებისთვის დროშის სახელმწიფოს თანხმობის საჭიროების არ არსებობის თაობაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთმა პროტესტი გამოთქვა და კომპენსაციის უფლება დაიტოვა, პოზიცია იქნა შეცვლილი და აღინიშნა, რომ შენიშნეს დროშის სახელმწიფოს ნებართვის გარეშე არ შეიძლება გემზე ასვლა.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ყოველთვის უნდა იქნას დაცული საერთაშორისო სამართლის წესები და ნავიგაციის თავისუფლება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქული გემის წინააღმდეგ ოპერაცია „ირინი“-ს ქმედების შესახებ განაცხადა: ”ჩვენ გავცემთ პასუხს ადგილზე, ასევე მივყვებით სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებს.”
 



მსგავსი ინფორმაციები