საბურღი გემი „კანუნი“ შავ ზღვაში სტამბოლის ჰაიდარფაშას პორტიდან გავიდა

თურქეთის მესამე საბურღი გემი „კანუნი“ შავ ზღვაში სტამბოლის ჰაიდარფაშას პორტიდან გავიდა

1527193
საბურღი გემი „კანუნი“ შავ ზღვაში სტამბოლის ჰაიდარფაშას პორტიდან გავიდა
Kanuni.1.jpg

თურქეთის მესამე საბურღი გემი „კანუნი“ შავ ზღვაში სტამბოლის ჰაიდარფაშას პორტიდან გავიდა.

„კანუნის“ გაცილების ცერემონიალს ასევე დაესწრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი.

მინისტრმა დინმეზმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, შავ ზღვაში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა: " საბურღმა გემმა „ფათიჰი“ „თუნა-1“-ის შემდეგ საქარიის გაზის საბადოზე „თურქალი1“-ზე დაიწყო ახალი საბურღი სამუშაოები და ჩვენ უკვე 2 600 მეტრზე ჩავედით. გემმა „იავუზმა“ კი „სელჩუკლუ - 1“-ში გაბურღვა 6000 ათას მეტრზე დაასრულა, იმედისმომცემი შედეგები მივიღეთ და ახალი საბურღი სამუშაოები გვექნება ამ ტერიტორიის მახლობლად .”

საქარიის გაზის არეალში მდებარე ჭაბურღილ „თურქალი-1“ და ჭაბურღილში ჩასატარებელი ტესტებით არსებული რეზერვების და წარმოების პოტენციალის შესახებ დამატებითი ინფორმაციას მიიღებენ და ამ ჭაბურღილის კვლევები ასევე საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ამ არეალზე გაზის პოტენციალს.

ამრიგად, „თურქალი-1“ ჭაბურღილი იქნება ერთ – ერთი პირველი აღმომჩენი ჭაბურღილი, რომელსაც საბურღი გემი „ფათიჰი“ გათხრის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საბადოების ტექნიკური მახასიათებლების გარკვევაში.

საქარიას გაზის არელაზე „ფათიჰი“ გახსნის დაფიქსირების ჭაბურღილებს, „კანუნი“ კი ტესტებს ჩაატარებს და უზრუნველყოფს  საჭირო მონაცემებს საბადოების განვითარებისთვის.

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში საქმიანობის ფარგლებში 40 საწარმოო ჭაბურღილი გაიხსნება.


საკვანძო სიტყვები: #შავი ზღვა , #საბურღი გემი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები