თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 2091 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
69 ადამიანი გარდაიცვალა
1515245
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 9727-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 113 427 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2091 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 69 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 359 784-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 313 093 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1573 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.