პრეზიდენტი: ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყარაბაღი არ გათავისუფლდება სომხური ოკუპაციისგან

პრეზიდენტი: ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყარაბაღი არ გათავისუფლდება სომხური ოკუპაციისგან

1501855
პრეზიდენტი: ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყარაბაღი არ გათავისუფლდება სომხური ოკუპაციისგან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყარაბაღი არ გათავისუფლდება სომხური ოკუპაციისგან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კონიას საქალაქო საავადმყოფოს გახსნის ცერემონიაზე თქვა, რომ სომხეთმა კვლავ განახორციელა თავდასხმა, მაშინ როდესაც ყარაბაღის პრობლემა ჯერ კიდევ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ამჯერად იგი მოულოდნელი შედეგის წინაშე აღმოჩნდა.

მისი თქმით, მოძმე აზერბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო ყარაბაღის გასათავისუფლებლად და რომ აზერბაიჯანის ჯარმა, რომელიც აქამდე წინ წარმატებით მიიწევს, მრავალი ადგილი გაათავისუფლა ოკუპაციისგან.

”მთელი ჩვენი შესაძლებლობებით და გულით მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვართ. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ ყარაბაღი არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან.” - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა: ”როდესაც თქვენ გააერთიანებთ სირიიდან ხმელთაშუა ზღვასა კავკასიამდე  კრიზისულ წერტილს, სურთაზე, რომელიც იქმება, ჩანს რომ თურქეთის ალყაში მოქცევას ცდილობენ.“ მისივე თქმით, ერთის მხრივ თურქეთის მთლიანობისა და თურქი ერის ერთიანობის, სახელმწიფო ძალის დაცვას ცდილობენ, მეორეს მხრივ, კი ამ ალყის გარღვევისათვის საჭირო ნაბიჯებს დგამენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები