ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთს სხვის მიწებზე თვალი არ უჭირავს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთს სხვის მიწებზე თვალი არ უჭირავს.

1490321
ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთს სხვის მიწებზე თვალი არ უჭირავს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთს სხვის მიწებზე თვალი არ უჭირავს.

ქალინმა მისი Twitter-ის ანგარიშით გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ საბერძნეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატიისთვის მიცემული შანსი არ უნდა დაკარგონ  და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები.

"თურქეთი, ჩვენი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მტკიცე ლიდერობით როგორც მაგიდასთან ასევე ველზე თავის უფლებებსა და ინტერესებს ყოველთვის დაიცავს. საბერძნეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატიისთვის მიცემული შანსი არ უნდა დაკარგონ და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება შესაძლებელია. სამართლიანობზე დაფუძნებული, ინკლუზიური და რაციონალური მიდგომა კონსტრუქციულ წვლილს შეიტანს. თურქეთს სხვის ტერიტორიაზე თვალი არ უჭურავს. მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არც სხვას მისცეს მისი უფლებებისა და კანონის დარვევის საშუალება.“ - აღნიშნა ქალინმა.

 


საკვანძო სიტყვები: #იბრაჰიმ ქალინი , #პრესსპიკერი

მსგავსი ინფორმაციები