თურქეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით პოზიციას აკრიტიკებს

თურქეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით პოზიციას აკრიტიკებს

1488598
თურქეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან დაკავშირებით პოზიციას აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს როლის შესრულებას ცდილობს. მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უსამართლოა და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. მან ამის შესახებ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში,  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე განხილვების დროს ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„პირველი განზომილება ეხება საზღვაო იურისდიქციის დელიმიტაციას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან მიმართებაშიი, განსაკუთრებით საბერძნეთის ჩათვლით  ყველა სანაპირო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებისთვის  ყოველთვის მზად იყო. თურქეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პოლიტიკის მეორე განზომილება უკავშირდება კვიპროსელი თურქების უფლებების დაცვას. კვიპროსელი თურქები კუნძულისა და ოფშორული რესურსების თანამფლობელები არიან და ბერძნების მსგავსად  თანაბარი უფლებები აქვთ. რაც შეეხება ევროკავშირს, ნათლად ჩანს, რომ იგი  მოქმედებს საერთაშორისო სასამართლოს მსგავსად, რომელიც იცავს ცალმხრივ მოთხოვნებს.  ევროკავშირის პოზიცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უსამართლოა და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები