საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით მალიში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით მალიში იმყოფება

1488215
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ოფიციალური ვიზიტით მალიში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ, ოფიციალური ვიზიტით მალიში იმყოფება.

მევლუდ ჩავუშოღლუ აქ შეხვდა ჩადის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მალის სპეციალურ წარმომადგენელს და გაეროს მალის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილურობის მისიის (MINUSMA) ხელმძღვანელს, მაჰამატ სალეჰ ანადიფს.

ჩავუშოღლუმ შეხვედრის შესახებ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ანადიფს ვესაუბრეთ მალიში გარდამავალი პროცესის შესახებ. ჩვენი მხარდაჭერა და წვლილი გაეროს მალის მისიისთვის გაგრძელდება. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში."

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მალის სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა თურქეთისთვისაც მნიშვნელოვანია და დაამატა: ”თურქეთი როგორც დღემდე, მომავალშიც გააგრძელებს მოძმე მალისა და მისი მოსახლეობის გვერდით ყოფნას.“

თურქმა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალი თურქეთისთვის "მეგობარი და მოძმე ქვეყანაა" და დასძინა: "მალის სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ეს მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთ აფრიკისთვის, ასევე მთელი აფრიკისთვის."

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთმა მალის დღემდე განსაკუთრებით კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი დახმარება აღმოუჩინეს, ასევე აქ არსებულ გაეროს მისიას და საჰელის ჯგუფს მხარდაჭერა გაუწიეს.

მოგვიანებით, მინისტრმა ჩავუშოღლუმ, რომელიც შეხვდა ხალხის კეთილდღეობისთვის ეროვნული საბჭოს (CNSP) წევრებს, განცხადება გააკეთა მალის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიისთვის (ORTM).

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მალი თურქეთისთვის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა და რომ რთულ დღეებში ამ ქვეყნის და მომე მალის ხალხის გვერდით არიან.

მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი, მალის ტერორიზმთან  ბრძოლის გარდა, ასევე ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასაც გააგრძელებს და ამ ფარგლებში ქვეყანაში ვენტილატორები და N-95 ნიღბები ჩაიტანეს. 

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მალის შემდეგ ისინი ოფიციალურ ვიზიტს გვინეა ბისაუსა და სენეგალში მოაწყობენ და ისინი რეგიონის ქვეყნებს მალის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალზე თავიანთ მოსაზრებებს გაუზიარებენ.



მსგავსი ინფორმაციები