თურქეთი საბერძნეთთან დიალოგისთვის მზად არის

თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის საკითხზე საბერძნეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის

1484468
თურქეთი საბერძნეთთან დიალოგისთვის მზად არის

თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის საკითხზე საბერძნეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წამოიწყო ინიციატივა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქულ და ბერძნულ მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირებისა და საზღვაო და სახმელეთო ელემენტებს შორის არასასურველი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

”ეს ინიციატივა, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყანაც, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ნატო-ს ბაზაზე სამხედრო - ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებას შეეხება. კონფლიქტის თავიდან აცილების (de-confliction) ეს მოლაპარაკებები თურქეთსა და საბერძნეთს შორის არსებული საკითხების მოგვარებას კი არა, ორ ქვეყანას შორის ადრეც ორმხრივ დონეზე განხილულ რეგულაციებს ეხება.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ თურქეთი, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში, სამართლიანად საბერძნეთთან დაკავშირებული ყველა საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად, მზად არის ყოველგვარი წინა პირობის გარეშე დიალოგისთვის და ბერძნულ მხარესაც მოუწოდა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთმა და საბერძნეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კონფლიქტის პრევენციის მექანიზმების შესაქმნელად ტექნიკური მოლაპარაკებების ჩატარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #დიალოგი , #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები