პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო მიიღო

1484701
პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო მიიღო.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი თავმჯდომარე, სპანოს  შეხვედრა ერდოღანთან საპრეზიდენტო კომპლექსში პრესისათვის დახურული იყო.

შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი აბდულჰამით გიულიც ესწრებოდა, 45 წუთს გაგრძელდა.

მოგვიანებით სპანო ასევე შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზუჰტუ არსლანს.

უზენაესი სასამართლოს ვებ – გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ასლანმა, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე, სპანოს მაისში თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და  კმაყოფილება გამოხატა მისი თურქეთში ვიზიტის გამო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს ასევე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი.

"ჩვენ ვხვდებით, გაზრდილი დატვირთვის თაოსნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რა პრობლემებიც შეექმნა. მათ გადასალახად თურქეთი ყველაფერ გააკეთებს, რაც ევალება." განაცხადა შენთოფმა.



მსგავსი ინფორმაციები