ჩავუშოღლუსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჩავუშოღლუსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1476070
ჩავუშოღლუსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლულმ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრის დროს შეაფასეს სიტუაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ლიბიაში.

შეხვედრის თაობაზე გაკეთებული ნატო-ს განცხადების თანახმად, სტოლტენბერგმა გამოთქვა შეშფოთება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაძაბულობის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგი და დაძაბულობის შემცირება რეგიონის ინტერესს წარმოადგენს.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ ვითარება ალიანსის სოლიდარობის სულისკვეთებით უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და თურქეთი და საბერძნეთი ათწლეულებია ნატო-ს მოკავშირეები არიან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს ლიბიის კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისათვის გაეროს ძალისხმევას და რომ ლიბიაში მხარეები და საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაეხმარონ გაეროს ლიდერობით წარმოებულ პროცესს და დაემორჩილონ გაეროს იარაღის ემბარგოს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო, ლიბიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად (2020 წლის იანვარი) მხარს უჭერს ბერლინის პროცესს.



მსგავსი ინფორმაციები