თურქეთსა და ჰაიტის შორის 7 მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

თურქეთსა და ჰაიტის შორის 7 მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

1474701
თურქეთსა და ჰაიტის შორის 7 მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: "მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ 7 მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ჰაიტისთან."

ჩავუშოღლუმ ერთობლივი პრეს-კონფერენცია ჩაატარა მას შემდეგ, რაც ჰაიტიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მის კოლეგა კლოდ ჯოზეფთან შეხვედრა გამართა.

ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ბედნიერია ჰაიტიზე მისი პირველი ვიზიტის გამო და მადლობა გადაუხადა კოლეგა ჯოზეფს სტუმართმოყვარეობისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იგი ჰაიტის პრეზიდენტმა ჯოვენელ მოისმა მიიღო და მას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუკეთესო სურვილები გადასცა.

მისი თქმით, დაახლოებით 5 კვირის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მოისს შორის და დაამატა:

"ჩვენმა პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი მიზნები ორმხრივი ურთიერთობებისთვის და ჩვენ ვიმუშავებთ ჩემს ძვირფას მეგობარ კლოდთან ერთად რათა მივაღწიოთ მათ. ჩვენ ველით, რომ გავაფართოვოთ ურთიერთობები ყველა შესაძლო სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში."

მინისტრმა ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯოზეფთან შეხვედრისას მათ ასევე განიხილეს ენერგო, სამშენებლო, განახლებადი ენერგიის და სხვა სერვისები და რეგიონალური პროექტები.

”ჩვენ შევთანხმდით, რომ გავააქტიუროთ ცვლილება ყველა დონეზე” - აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ ორმხრივ ვიზიტებს ორ ქვეყანას შორის და დასძინა: "ჩემი პრეზიდენტი, მოხარული იქნება თუ პრეზიდენტ მოისს თურქეთში უმასპინძლებს. მე ეს მოწვევა გავაკეთე. მეც მოხარული ვიქნები ჩემი ძვირფასი მეგობრის კლოდის თურქეთში მასპინძლობით.“

ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი იქნა შემდეგი შეთანხმებები: "საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციის მექანიზმის დამყარების შესახებ მემორანდუმი", "საგარეო საქმეთა სამინისტრიების დიპლომატიურ აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი",  თურქეთსა და ჰაიტის შორის "კატასტროფების მართვის მემორანდუმი", "ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება", "კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულება", „თანამშრომლობის ოქმი საარქივო სფეროში“ და „ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმი“.


საკვანძო სიტყვები: #შეთანხმება , #ჰაიტი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები