თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5900-ს გასცდა

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  228  057  პაციენტი   გამოჯანმრთელდა

1472514
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5900-ს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5912-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 66 892 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1243 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 245  635-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  228 057 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 968 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები