თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1183 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
1185 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1471168
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5873-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 61 716 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1183 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 15 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 243 180-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 226 155 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1185 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს
ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს