თურქეთშის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5700-ს გასცდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 19 ადამიანი გარდაიცვალა

1465621
თურქეთშის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5700-ს გასცდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5710-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 44 846  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 996 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 231 869-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  215 516 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები