ერდოღანმა დღეს მშობლების საფლავები მოინახულა

მან ყურბან ბაირამობაზე, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების კატეგორიული დაცვა მოითხოვა

1463266
ერდოღანმა დღეს მშობლების საფლავები მოინახულა
erdogan kabir ziyareti.jpg
erdogan.jpg

კოვიდ-19 ეპიდემიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, ახალი მნიშვნელოვანი გაფრთხილებები გაავრცელა. მან დღეს მშობლების საფლავები მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ ყურბან ბაირამობის დღეებში (31 ივლისი - 3 აგვისტო), დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომების განხორციელებას, აუცილებლად უნდა დაიცვან სისუფთავე, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ნიღბები, აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია და სწორედ ამ გზით შესძლებენ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ჯერ შემცირებას და შემდეგ მის მთლიანად აღმოფხვრას. “გილოცავთ ყურბან-ბაირამობას, დაე მან ყველა ოჯახს სიხარული, ერთიანობა და სოლიდარობა მოუტანოს“, ამ მილოცვით დაასრულა ერდოღანმა საუბარი ჟურნალისტებთან და იქვე მეტად მნიშვნელოვანი უწოდა წლევანდელი ყურბან ბაირამობის,  აია სოფიის მუზეუმის მეჩეთად გადაკეთებასთან დამთხვევას



მსგავსი ინფორმაციები