86 წლის შემდეგ, აია-სოფიაში დღეს პირველი ნამაზი შესრულდება

86 წლის შემდეგ, აია-სოფიაში დღეს პირველი ნამაზი შესრულდება

1461040
86 წლის შემდეგ, აია-სოფიაში დღეს პირველი ნამაზი შესრულდება
ayasofya vatandaslar1.jpg
ayasofya vatandaslar.jpg
ayasofya camisi.jpg

თურქეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ მუზეუმიდან, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში დღეს პირველი ლოცვა (პარასკევის ლოცვა) შესრულდება. აია-სოფიას მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთების ცერემონიალს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი და ადგილობრივი და უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და მისი ხელმეორედ მეჩეთად გახსნის შესაძლებლობა მოხერხდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი მის  მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას.


საკვანძო სიტყვები: #ღვთისმსახურება , #აია-სოფია

მსგავსი ინფორმაციები