ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატიას შეხვდა

ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატიას შეხვდა

1458774
ჰულუსი აქარი ხალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატიას შეხვდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ანკარაში მყოფ კატარის ეროვნული თავდაცვის მინისტრ, ხალიდ ბინ მოჰამედ ალ-ატიას შეხვდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და სხვა საერთაშორისო საკითხები იქნა განხილული. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრმა რა თქმა უნდა ლიბიის საკითხიც განიხილეს და გაეროს-ს მიერ აღიარებული ლეგიტიმური მთავრობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ თურქი მინისტრი გასული კვირის ბოლოს კატარში იმყოფებოდა სადაც ამ ქვეყნის ემირ, შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანის შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები