თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 997 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1457830
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5491-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 41 310 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 924  შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 16 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 219 641-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  202 010 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 997 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები