თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1179 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1457498
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  918 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5475-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 40 943 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 918  შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 17 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 218 717-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  201 013 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1179 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები