თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21  ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1087 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1456455
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21  ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5440-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 42 411 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 933 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 216 873-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  198 820  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1087 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები