თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 17  ადამიანი გარდაიცვალა

1455779
თურქეთში გასული  დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ის  947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5419-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 42 320 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 947 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 17 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 215 940-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  197 733  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1013 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები