თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 19  ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 2311 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1447330
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 19  ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 5150-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 52 313 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1192 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 201 098-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  175 422  პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 2311 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები