თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 23 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1412 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1440494
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4950-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 40 496 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1192 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 23 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 187 685-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 160 240 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1412 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.