თურქეთი   USCIRF-ს მკაცრად პასუხობს

თურქეთი   USCIRF-ს მკაცრად პასუხობს

1440087
თურქეთი   USCIRF-ს მკაცრად პასუხობს

თურქეთმა, აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიას (USCIRF), თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ერაყის ჩრდილოეთში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით  „ვეფხვის კლანჭის“ შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს მკაცრად უპასუხა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის (USCIRF), მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიერ ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ოპრგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია სახელწოდებით  „ვეფხვის კლანჭის“ შესახებ გამოქვეყნებული  ანგარიში, მათ მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოქვეყნებული მორიგი უსაფუძვლო განცხადებაა“. თემასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა ვაშნგტონში, თურქეთის ელჩმა სერდარ ქილიჩმაც.  სერდარ ქილიჩმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მხრიდან სირიაში მრავალი სამოქალაქოს მკვლელობის დროს რატომღაც არანაირ განცხადებას არ ავრცელებდით. თქვენი შერჩევითი მიდგომა უზნეობა. რელიგიის თავისუფლების სახელით თქვენს მიერ გავრცელებული ანგარიში, ტერორისტული ორგანიზაციების თავდაცვას ემსახურება. თქვენი ამდაგვარი დამოკიდებულლება სამარცხვინო ქმედებაა“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა გასული კვირის ბოლოსკენ,  ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით  „ვეფხვის კლანჭი“ დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #მკაცრი პასუხი , #USCIRF , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები