თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 1429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 1261 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1438059
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4861-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 52 901 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1429 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 19 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 182 727-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 154 640 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1261 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი სოფლის მეურნეობის შემოსავლებით ევროპაში პირველ ადგილზეა
თურქეთი სოფლის მეურნეობის შემოსავლებით ევროპაში პირველ ადგილზეა