თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  1922 ადამიანი გამოჯანმრთელდა

1430811
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში   კოვიდ-19-ით 21 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4669-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 35 846 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 878 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 21 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 169 218-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  135 322 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1922 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები