თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში  კიდევ  974  ადამიანი გამოჯანმრთელდა

1428251
თურქეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4585-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 32 325 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 786 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 22 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 165 555-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  129 921 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 974 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები