თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 32 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 1092 ადამიანი გამოჯანმრთელდა
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4340-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ, Twitter-ით გაავრცელა.
„ბოლო 24 საათში 24 589 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1141 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 32 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 156 827-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 118 694 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1092 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, ნათქვამია ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
დასავლეთ ბალკანეთის ხალხის ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიდერი ერდოღანია
დასავლეთ ბალკანეთის ხალხის ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიდერი ერდოღანია