თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  მკვეთრად იკლებს

გასული დღე-ღამის განმავლობაში 23 ადამიანი გარდაიცვალა

1420842
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  მკვეთრად იკლებს

 

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 4222-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 20 838 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 972 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 23 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  152 587-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე  113 987 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 1092 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები