პრეზიდენტი: "ეპიდემიის შემდეგ გონების განახლების პროცესიც მოხდება"

პრეზიდენტი: "ეპიდემიის შემდეგ გონების განახლების პროცესიც მოხდება"

1415919
პრეზიდენტი: "ეპიდემიის შემდეგ გონების განახლების პროცესიც მოხდება"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის შემდეგ გონების განახლების პროცესიც მოხდება.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი პრეზიდენტისა და AKP-ს თავმჯდომარის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით შეიკრიბა.

შეხვედრა ვიდეო კონფერენციის საშუალებით ჩატარდა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ბრძოლას ეპიდემიასთან. ჩვენ პოზიტიურ ხაზზე მივდივართ ახალი პაციენტების რაოდენობის, დაღუპულთა რაოდენობის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში და ხელოვნურ სუნქთაზე მყოფი პაციენტების თვალსაზრისით... აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ მზადყოფნა, სანამ ეს დაავადება არ ამოიძირკვება მსოფლიოში... ეპიდემიის შემდეგ არა მხოლოდ გლობალური პოლიტიკა და ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ გონების განახლების პროცესიც მოხდება.“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები