ერდოღანმა ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი მესიჯი გაავრცელა

“ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით ვიბრძვით“

1415583
ერდოღანმა ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატებით იბრძვის. ამის შესახებ მესიჯი მან სოციალური მედიის, Twitter-ის  ანგარიშიდან გაავრცელა. ”ჩვენი მთავრობა, 83 მილიონიან თურქ ხალხთან ერთად, წარმატებით ვაგრძელებთ ბრძოლას გლობალური ეპიდემიის, კორონავირუსის წინააღმდეგ. ჩვენ, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მგრძნობიარობა არ შეგვიცვლია.  გადაწყვეტილი გვაქვს ამ მხრივ გავაგრძელოთ განვითარება და ზრდა ჩვენი ერის და ქვეყნის წინაშე ყოველგვარი კომპრომისების გარეშე,” აღნიშნავს ერდოღანი. მანვე, მინისტრთა კაბინეტის გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სპეციალური ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა



მსგავსი ინფორმაციები